საერთაშორისო პრაქტიკა:

საერთაშორისო პრაქტიკა

საერთაშორისო პრაქტიკა

სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, წმო-ს არაწევრ ფერმერებს ერთმანეთთან არაფორმალური კომუნიკაცია უწევთ, რათა თავიანთი ნაკვეთები მორწყან. დავის წარმოშობის შემთხვევაში, პრობლემებს თავად აგვარებენ. ამის გამო, ხშირია კონფლიქტები, წყლის უთანასწორო მოხმარება, რესურსებთან არასამართლიანი წვდომა და სხვა ფერმერის მიერ წყლის ჭარბი მოხმარების გამო დატბორილი ნაკვეთები. ფერმერები სისტემატიურად ვერ ახერხებენ ზრუნვას არხების წმენდაზე და ხშირ შემთხვევაში, მათ არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობის სარწყავი წყალი.

ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად, წმო-ს ტიპის გაერთიანებები სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა. შედეგად:

– წყლის რაოდენობა, რომელიც ნაკვეთამდე მიდის, კულტურების წყალმოთხოვნილების და საჭიროების შესაბამისია.

– მოვლილია ინფრასტრუქტურა.

– გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, წმო უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას.

– წყლის მოცულობის გაზრდის შემდეგ, ფერმერებმა უფრო აქტიურად დაიწყეს მიწის დამუშავება, რადგან მეტი მოსავალი და, შესაბამისად, მეტი შემოსავალი მიიღეს.