ყოველ სეზონზე, წმო საქართველოს მელიორაციისგან მოითხოვს წყლის მისთვის საჭირო რაოდენობას. მელიორაცია ვალდებულია, წმო-ს მიანიჭოს პრიორიტეტი, დაუკმაყოფილოს მოთხოვნა წყლის საჭირო რაოდენობასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს წმო-ს არაწევრი ფერმერების განცხადებები.
წმო-ს წევრებისათვის, სარწყავი წყლის ტარიფი უფრო შეღავათიანია, ვიდრე - არაწევრი ფერმერებისათვის.
ფერმერები თავისივე შერჩეული პერსონალის მეშვეობით, წინასწარ ადგენენ წყალსარგებლობის დოკუმენტს, რაც კონფლიქტების პრევენციაა.
წმო არის საშუალება, წევრების მონაწილეობითა და მათი უშუალო ჩართულობით გადაწყდეს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.
წევრებს შორის წყლის განაწილება სამართლიანია, მიწის ნაკვეთის მდებარეობის და მისი ფართობის მიუხედავად.
წმო-ს პირველი, საპილოტე პროექტი საგარეჯოში, ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის არეალში, კერძოდ, G16-G32 გამანაწილებლების ტერიტორიაზე ხორციელდება, რომლის ფართობიც 3 069 ჰექტარია.
საპილოტე პროექტისთვის ეს ტერიტორია რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის გამო შეირჩა. აქ არსებული სარწყავი სისტემა დახურულია და, შესაბამისად, წყლის დანაკარგიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს –
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის დაზუსტების გზით,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. საგარეჯოს
პარლამენტში “წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონპროექტი განიხილება, რომელიც ირიგაციის სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ სარწყავი წყლის
ასეთი ნაკვეთის ფასი მყისიერად გაიზრდება, რადგან მიწის ფართს ავტომატურად ემატება წყლის მიწოდების გარანტიაც. მიწა გაიყიდება, ან გაქირავდება, არა როგორც ცალკე პროდუქტი, არამედ - სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, რომელსაც გარანტირებულად მიეწოდება წყალი.
ყოველ სეზონზე, წმო მოითხოვს მისთვის საჭირო წყლის რაოდენობას საქართველოს მელიორაციისგან. მელიორაცია ვალდებულია, წმო-ს მიანიჭოს პრიორიტეტი, დაუკმაყოფილოს მოთხოვნა წყლის საჭირო რაოდენობასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს წმო-ს არაწევრი ფერმერების განცხადებები
წმო-ს წევრისათვის წყლის გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება, არაწევრ ფერმერებთან შედარებით
წმო-ს გამართული ფუნქციონირებით, ფერმერი იღებს:
სხვადასხვა ქვეყანაში წმო-ს ტიპის გაერთიანებები შეიქმნა
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, წმო-ების შექმნის შემდეგ:
წმო-ს არაწევრ ფერმერებს ერთმანეთთან არაფორმალური კომუნიკაცია უწევთ, რათა თავიანთი ნაკვეთები მორწყან. დავის წარმოშობის შემთხვევაში, პრობლემებს თავად აგვარებენ. ამის გამო, ხშირია კონფლიქტები, წყლის უთანასწორო მოხმარება, რესურსებთან არასამართლიანი წვდომა და სხვა ფერმერის მიერ წყლის ჭარბი მოხმარების გამო დატბორილი ნაკვეთები. ფერმერები სისტემატიურად ვერ ახერხებენ ზრუნვას არხების წმენდაზე და ხშირ შემთხვევაში, მათ არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობის სარწყავი წყალი
წმო-ს რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მელიორაცია, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება წმო-ს, განვითარების პროცესის სწორად წარმართვაში, უზრუნველყოფს წმო-ს წევრების ტრენინგებს: წყალსარგებლობის გეგმების შედგენაში, ექპლუატაციასა და მოვლა შენახვაში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მელიორაციასთან ერთად, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით
საგარეჯოში, ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის არეალში. კერძოდ, G16-G32 გამანაწილებლების ტერიტორიაზე. ფართობი 3069 ჰექტარია.
მომსახურების საფასური ორი კომპონენტისგან შედგება:
საქართველოს მელიორაციის პასუხისმგებლობა მაგისტრალური არხიდან წმო-სთვის წყლის მიწოდების წერტილში მთავრდება. სწორედ აქ იწყება წმო-ს მმართველობა. საქართველოს მელიორაცია კურირებს სათავე ნაგებობას, მაგისტრალურ არხსა და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ კვანძებს. დანარჩენი ინფრასტრუქტურის მართვა წმო-ს პასუხისმგებლობაა
სარწყავი სეზონის დაწყებამდე, ფერმერებმა წმო-ს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ნაკვეთებისა და მათზე გაშენებული კულტურების შესახებ. ამის შემდეგ, ფართისა და კულტურიდან გამომდინარე, წმო ადგენს ინდივიდუალურ გეგმებს და ფერმერები მათთვის აუცილებელი რაოდენობის სარწყავ წყალს მათზე მორგებული განრიგით იღებენ
წმო-ს წევრებმა უნდა აირჩიონ:
წმო-ს გამართული ფუნქციონირებისთვის ასევე აუცილებელია დანიშნული დირექტორი და სხვა ანაზღაურებადი პერსონალი, რომელსაც უზრუნველყოფს წმო-ს გამგეობა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ხელს უწყობს წმო-ს ფუნქციონირებას ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით, სულ მცირე, პირველი ორი წლის განმავლობაში.
წმო-ს შესაქმნელად, საჭიროა მისი მომსახურების არეალში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა უმრავლესობის თანხმობა. ასევე, აუცილებელია, რომ მათ საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მიწების ფართობი წმო-ს არეალში არსებული ფართობის 50%-ზე მეტი იყოს.
მიწის მესაკუთრეებმა, ან მოსარგებლეებმა უნდა მიმართონ განცხადებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც დამტკიცებული პროცედურების მიხედვით, დადგენილ ვადაში დაარეგისტრირებს წმო-ს.
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ.