რა არის წმო?

წმო-ს სარგებელი

საპილოტე პროექტი საგარეჯოში

წმო-ს პირველი, საპილოტე პროექტი საგარეჯოში, ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის არეალში, კერძოდ, G16-G32 გამანაწილებლების ტერიტორიაზე ხორციელდება, რომლის ფართობიც 3 069 ჰექტარია.

საპილოტე პროექტისთვის ეს ტერიტორია რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის გამო შეირჩა. აქ არსებული სარწყავი სისტემა დახურულია და, შესაბამისად, წყლის დანაკარგიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

ამასთან ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც პირდაპირ კავშირშია წყლის რაციონალურად მოხმარებასთან.

პირველი წმო-ს შექმნის, როგორც საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, დაგეგმილია მოდელის დანერგვა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

ფერმერები და ექსპერტები წმო-ს შესახებ

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის შემაჯამებელი ფილმი

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის შემაჯამებელი ფილმი

ქალ ფერმერთა გამოწვევები და ქალის როლი ირიგაციის სექტორში

ქალ ფერმერთა გამოწვევები და ქალის როლი ირიგაციის სექტორში

რანუ სინჰა – მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი

რანუ სინჰა – მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი

გიზო ჭელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი

გიზო ჭელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი

ლევან ტაბატაძე – საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელი

ლევან ტაბატაძე – საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელი

სოლომონ ექვთიმიშვილი – ფერმერი

სოლომონ ექვთიმიშვილი – ფერმერი

ეკატერინე მელიქია – ფერმერი

ეკატერინე მელიქია – ფერმერი

მერაბ გაგნიძე – ფერმერი

მერაბ გაგნიძე – ფერმერი

სიახლეები

გიგლა თამაზაშვილი: “მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან”

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა  წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დროულად გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სარწყავი

ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის  ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს

აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობისა  და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს.

გიგლა თამაზაშვილი: „ირიგაციის ახალი ტარიფი სტაბილურ, უსაფრთხო და პროგნოზირებად სამელიორაციო სისტემის შექმნასა და ფერმერისთვის ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს“

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ განმარტება გააკეთა. „ახალი ტარიფის მოდელი, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება,

სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუსუბსიდირებს

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სარწყავი წყლის საფასურის სუბსიდირების პროგრამა 1-ელი აპრილიდან დაიწყება. სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა. სარწყავი წყლით

განხორციელდება ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია

კახეთის რეგიონში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ წყალუზრუნველყოფილი

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის

“სემეკმა” საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს –

დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა

საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გარდა სხვა წყალმოსარგებლესაც შეეძლება

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის დაზუსტების გზით,

გიგლა თამაზაშვილი: “მორწყვის პერიოდს ფერმერები ...
ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, ...
რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურ ...
გიგლა თამაზაშვილი: „ირიგაციის ახალი ტარიფი სტა ...
სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუ ...
სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდ ...
განხორციელდება ქვემო სამგორის სარწყავი სისტემი ...
„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ...
“სემეკმა” საირიგაციო წყლის მიწოდებ ...
დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილი ...
საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარ ...
ყველა სიახლე
გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები:

20 კითხვა და პასუხი

ხშირად დასმული კითხვები

ასეთი ნაკვეთის ფასი მყისიერად გაიზრდება, რადგან მიწის ფართს ავტომატურად ემატება წყლის მიწოდების გარანტიაც. მიწა გაიყიდება, ან გაქირავდება, არა როგორც ცალკე პროდუქტი, არამედ - სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, რომელსაც გარანტირებულად მიეწოდება წყალი.

ყოველ სეზონზე, წმო მოითხოვს მისთვის საჭირო წყლის რაოდენობას საქართველოს მელიორაციისგან. მელიორაცია ვალდებულია, წმო-ს მიანიჭოს პრიორიტეტი, დაუკმაყოფილოს მოთხოვნა წყლის საჭირო რაოდენობასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს წმო-ს არაწევრი ფერმერების განცხადებები

წმო-ს წევრისათვის წყლის გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება, არაწევრ ფერმერებთან შედარებით

წმო-ს გამართული ფუნქციონირებით, ფერმერი იღებს:

  • საჭირო რაოდენობის წყალს - საჭირო დროს
  • შეღავათიანი აგრო-კრედიტის მიღებისა და წმო-სთვის სპეციალურად შექმნილ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას
  • თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების თანადაფინანსების პროგრამებს
  • მრავალწლიან კულტურებზე გადასვლის შესაძლებლობას
  • მომსახურების დაბალ ფასს
  • წყლის საფასურის შეღავათიან ტარიფს
  • მოვლილ და გამართულ საირიგაციო ინფრასტრუქტურას

სხვადასხვა ქვეყანაში წმო-ს ტიპის გაერთიანებები შეიქმნა

  • სარწყავი წყლის გადანაწილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად
  • წყლის საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად და ეკოსისტემის დასაცავად.
    გარდა ამისა, წმო-ში გაწევრიანების შემდეგ, ფერმერებს აქვთ შეღავათიანი ტარიფი.

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, წმო-ების შექმნის შემდეგ:

  • წყლის რაოდენობა, რომელიც ნაკვეთამდე მიდის, კულტურების წყალმოთხოვნილების და საჭიროების შესაბამისია.
  • მოვლილია ინფრასტრუქტურა.
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, წმო უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას.
  • წყლის მოცულობის გაზრდის შემდეგ, ფერმერებმა უფრო აქტიურად დაიწყეს მიწის დამუშავება, რადგან მეტი მოსავალი და, შესაბამისად, მეტი შემოსავალი მიიღეს.

  • წმო არის საშუალება, წევრების მონაწილეობითა და მათი უშუალო ჩართულობით გადაწყდეს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.
  • წევრებს შორის წყლის განაწილება იქნება სამართლიანი, მიწის ნაკვეთის ადგილმბდებარეობის და მისი ფართობის მიუხედავად.
  • ფერმერები თავისივე შერჩეული პერსონალის მეშვეობით, წინასწარ ადგენენ წყალსარგებლობის დოკუმენტს, რაც კონფლიქტების პრევენციაა. გარდა ამისა, წმო-ს წევრებისათვის, სარწყავი წყლის ტარიფი შეღავათიანი იქნება ვიდრე არაწევრი ფერმერებისათვის.
  • აღმოიფხვრება წყლის დატაცებისა და ვანდალიზმის შემთხვევები.

წმო-ს არაწევრ ფერმერებს ერთმანეთთან არაფორმალური კომუნიკაცია უწევთ, რათა თავიანთი ნაკვეთები მორწყან. დავის წარმოშობის შემთხვევაში, პრობლემებს თავად აგვარებენ. ამის გამო, ხშირია კონფლიქტები, წყლის უთანასწორო მოხმარება, რესურსებთან არასამართლიანი წვდომა და სხვა ფერმერის მიერ წყლის ჭარბი მოხმარების გამო დატბორილი ნაკვეთები. ფერმერები სისტემატიურად ვერ ახერხებენ ზრუნვას არხების წმენდაზე და ხშირ შემთხვევაში, მათ არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობის სარწყავი წყალი

წმო-ს რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მელიორაცია, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება წმო-ს, განვითარების პროცესის სწორად წარმართვაში, უზრუნველყოფს წმო-ს წევრების ტრენინგებს: წყალსარგებლობის გეგმების შედგენაში, ექპლუატაციასა და მოვლა შენახვაში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მელიორაციასთან ერთად, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით

  • ქვემო სამგორის არეალი პროგრამის საპილოტე ტერიტორიად შეირჩა, რადგან აქ რეაბილიტირდა სარწყავი სისტემა.
  • გარდა ამისა, აქ არსებული სარწყავი სისტემა დახურულია და, შესაბამისად, წყლის დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი.
  • ამასთან ერთად, აქ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც პირდაპირ კავშირშია წყლის რაციონალურად გამოყენებასთან.
  • პირველი წმო-ს შექმნის, როგორც საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, დაგეგმილია მოდელის დანერგვა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

საგარეჯოში, ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის არეალში. კერძოდ, G16-G32 გამანაწილებლების ტერიტორიაზე. ფართობი 3069 ჰექტარია.

მომსახურების საფასური ორი კომპონენტისგან შედგება:

  • წყლის საფასური - დაანგარიშდება ჰექტარ/რწყვის, ან მოცულობის მიხედვით. წმო-ს წევრს წინასწარ ეცოდინება ტარიფი, რომელსაც ადგენს სემეკი და გადაიხდის იმდენს, რამდენ წყალსაც მოიხმარს.
  • სისტემის მოვლა-შენახვის საფასური - ეს არის გარანტია, რომ სისტემა იქნება გამართული და წმო-ს წევრებს წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ

საქართველოს მელიორაციის პასუხისმგებლობა მაგისტრალური არხიდან წმო-სთვის წყლის მიწოდების წერტილში მთავრდება. სწორედ აქ იწყება წმო-ს მმართველობა. საქართველოს მელიორაცია კურირებს სათავე ნაგებობას, მაგისტრალურ არხსა და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ კვანძებს. დანარჩენი ინფრასტრუქტურის მართვა წმო-ს პასუხისმგებლობაა

სარწყავი სეზონის დაწყებამდე, ფერმერებმა წმო-ს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ნაკვეთებისა და მათზე გაშენებული კულტურების შესახებ. ამის შემდეგ, ფართისა და კულტურიდან გამომდინარე, წმო ადგენს ინდივიდუალურ გეგმებს და ფერმერები მათთვის აუცილებელი რაოდენობის სარწყავ წყალს მათზე მორგებული განრიგით იღებენ

  • მიწოდების წერტილში წყლის აღრიცხვა და რაციონალურად განაწილება;
  • წმო-ს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია და წმო-ს წევრებისთვის საირიგაციო მომსახურების გაწევა
  • წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და მელიორაციასთან ანგარიშსწორება;
  • ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;

  • მიიღონ საირიგაციო მომსახურება;
  • წამოაყენონ საკუთარი წარმომადგენელის კანდიდტატურა და მისცენ ხმა;
  • საერთო კრებაზე წამოაყენონ საკუთარი კანდიდატურა წმო-ს მართვის ორგანოს არჩევნებზე;
  • დაასახელონ კანდიდატი და მისცენ ხმა
  • მიიღონ მონაწილეობა წმო-ს მართვაში;
  • ისარგებლონ წმო-ს მომსახურების უპირატესი უფლებით, წმო-ს არაწევრ პირებთან შედარებით
  • მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია წმო-ს საქმიანობის შესახებ.

წმო-ს წევრებმა უნდა აირჩიონ:

  • საერთო კრება
  • გამგეობა
  • სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიები

წმო-ს გამართული ფუნქციონირებისთვის ასევე აუცილებელია დანიშნული დირექტორი და სხვა ანაზღაურებადი პერსონალი, რომელსაც უზრუნველყოფს წმო-ს გამგეობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ხელს უწყობს წმო-ს ფუნქციონირებას ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით, სულ მცირე, პირველი ორი წლის განმავლობაში.

 

წმო-ს შესაქმნელად, საჭიროა მისი მომსახურების არეალში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა უმრავლესობის თანხმობა. ასევე, აუცილებელია, რომ მათ საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მიწების ფართობი წმო-ს არეალში არსებული ფართობის 50%-ზე მეტი იყოს.

მიწის მესაკუთრეებმა, ან მოსარგებლეებმა უნდა მიმართონ განცხადებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც დამტკიცებული პროცედურების მიხედვით, დადგენილ ვადაში დაარეგისტრირებს წმო-ს.

  • წყლის რესურსების ოპტიმალური გამოყენება
  • ფერმერებს შორის სარწყავი წყლის არასამართლიან გადანაწილებასთან დაკავშირებით კონფლიქტების მოგვარება
  • წყლის რესურსების დაზოგვა
  • საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ.

კონტაქტი