წმო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის აბრევიატურაა. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია სარწყავი წყლის მართვის სისტემაში ფერმერების ჩართვის ოპტიმალური ფორმაა. ასეთი გაერთიანებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. გაერთიანებას ფერმერები თავად ქმნიან და, მისი საშუალებით, თავადვე სამართლიანად მართავენ სარწყავი წყლის მოხმარების პროცესს. შედეგად წმო-ს წევრ ფერმერებს საჭირო რაოდენობის სარწყავი წყალი, საჭირო დროს, შეუფერხებლად მიეწოდებათ.
კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2019
წლის ბოლოს მიიღო. კანონპროექტის ინიცირებას რამდენიმე წინაპირობა ჰქონდა:
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (იხ. კანონი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“), წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ია, რომელიც იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია, საირიგაციო წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
წმო-ს სარგებლობაში გადაეცემა გამანაწილებელი ქსელი, რათა მან უზრუნველყოს მისი ეფექტური ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების პროექტს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მელიორაციასთან ერთად, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით.
სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ხელს უწყობს წმო-ს ფუნქციონირებას ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით, სულ მცირე, პირველი ორი წლის განმავლობაში.
წმო-ს შექმნა და მართვა
წმო-ს შესაქმნელად, საჭიროა მისი მომსახურების არეალში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა უმრავლესობის თანხმობა. ასევე, აუცილებელია, რომ მათ საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მიწების ფართობი წმო-ს არეალში არსებული ფართობის 50%-ზე მეტი იყოს.
მიწის მესაკუთრეებმა, ან მოსარგებლეებმა უნდა მიმართონ განცხადებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც დამტკიცებული პროცედურების მიხედვით, დადგენილ ვადაში დაარეგისტრირებს წმო-ს.
წმო-ს გამართული ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, რომ წევრებმა აირჩიონ:
ასევე, აუცილებელია, წმო-ს გამგეობამ დანიშნოს დირექტორი და სხვა ანაზღაურებადი პერსონალი.
წმო-ს მთავარი ფუნქციები