წმო-ს პირველი, საპილოტე პროექტი საგარეჯოში, ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის არეალში, კერძოდ, G16-G32 გამანაწილებლების ტერიტორიაზე ხორციელდება, რომლის ფართობიც 3 069 ჰექტარია.
საპილოტე პროექტისთვის ეს ტერიტორია რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის გამო შეირჩა. აქ არსებული სარწყავი სისტემა დახურულია და, შესაბამისად, წყლის დანაკარგიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ამასთან ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც პირდაპირ კავშირშია წყლის რაციონალურად მოხმარებასთან.
პირველი წმო-ს შექმნის, როგორც საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, დაგეგმილია მოდელის დანერგვა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.